ფეხბურთი

1:00 | 23.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიუნდოგანმა ევრო 2024-ის ფავორიტები დაასახელა

გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა ილქაი გიუნდოგანმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა.

როგორც მან აღნიშნა, მთავარი ფავორიტები საფრანგეთის და ინგლისის ნაკრებები არიან.

„ვფიქრობ, კარგია, რომ ბოლო სანაკრებო პაუზიდან გარკვეული დრო გავიდა, თურქეთთან ცუდი მატჩის დავიწყება არ გაგვიჭირდება. უნდა ვაჩვენოთ, რომ უკეთ თამაში შეგვიძლია. კროოსის დაბრუნება? გუნდში, როდესაც ტონი გყავს, ნამდვილად კარგი განცდაა. ევროპაში არ არის ბევრი ფეხბურთელი, ვისაც მსგავსი თვისებები აქვს, ის ასევე მნიშვნელოვანი იქნება მოედანს მიღმაც. ვირტცი და მუსიალა? მათზე ცოტა რამ არის სათქმელი, ისინი ნიჭიერი ფეხბურთელები არიან, ჩვენ კი, გამოცდილებით უნდა დავეხმაროთ, გავაკეთოთ მაქსიმუმი. ევრო 2024-ის ფავორიტები? ჩემი აზრით, მთავარი ფავორიტები საფრანგეთი და ინგლისი არიან“, - თქვა გიუნდოგანმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122192