„პარი სენ-ჟერმენის“ და საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა კილიან მბაპემ განაცხადა, რომ ამჟამად თავის მომავალზე სათქმელი არაფერი აქვს, რადგან მხოლოდ სეზონის დასრულებაზე ფიქრობს.
თუმცა, ისიც აღნიშნა, რომ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ყველაფერი გაირკვევა.
„ამ დრომდე არაფერი გამომიცხადებია, რადგან არაფერი მაქვს განსაცხადებელი. ეს აქამდე იმიტომ არ გამიკეთებია, რომ არაფერი მაქვს სათქმელი. სეზონის ფინალური ეტაპია, კონცენტრირებული ვარ პსჟ-ში სეზონის კარგ დასასრულზე, მინდა, რომ ყველა ტიტული მოვიგო, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, დავრჩები თუ არა. კლუბში ყველა ორიენტირებულია სეზონის კარგად დასრულებაზე და მათ შორის, მეც.
ბოდიში, რომ ახლა არაფერი მაქვს სათქმელი, ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატამდე ყველაფერი გაირკვევა, შემდეგ კი, საფრანგეთის ნაკრებზე გავაკეთებ სრულ კონცენტრაციას“, - თქვა მბაპემ.