ჩოგბურთი

21:20 | 22.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი მურსიის ჩელენჯერის ნახევარფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანეთის ქალაქ მურსიის ჩელენჯერზე წარმატებით გამოსვლას აგრძელებს და ნახევარფინალში გავიდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა ჯერ კვალიფიკაციაში გადალახა ორი წრე, ძირითად ბადეში კი მესამე გამარჯვება იზეიმა. ბასილაშვილმა მეოთხედფინალში არგენტინელი მარკო ტრუნხელიდი დაძაბულ ბრძოლაში 4:6, 6:3, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა ორ საათსა და 41 წუთს გაგრძელდა.

ნიკოლოზმა 4 ეისი მიითვალა და 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა. აღსანიშნავია, რომ ბოლო სეტში ქართველი 2:4 მარცხდებოდა, მაგრამ ზედიზედ 4 გეიმი მოიგო და შეხვედრაშიც გაიმარჯვა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში ამჟამად 1 086-ე ადგილზეა, მაგრამ ტურნირის მოგების შემთხვევაში, მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114375