ფეხბურთი

17:08 | 22.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილის ფასი გაიზარდა და "ვალენსიაში" ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია

ცნობილმა პორტალმა Transfermarkt-მა ესპანეთის ლა ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები განაახლა.

შედეგად, გიორგი მამარდაშვილის ღირებულება გამოცემის ვერსიით 5 მილიონი ევროთი გაძვირდა. ქართველი მეკარე აქამდე 30 მილიონი ევრო ღირდა, ახლა მისი ფასი 35 მილიონია, რითაც „ვალენსიას“ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია.

საქართველოში გიორგი ფასით მეორე ადგილზეა ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ, მსოფლიოში მეკარეებს შორის მეშვიდე ადგილზეა დიოგო კოშტას, ჯანლუიჯი დონარუმას, გრეგორ კობელის, ედერსონის, ანდრე ონანას და მაიკ მენიოს შემდეგ. ლა ლიგაში მამარდაშვილი 27-ეა ღირებულებით, 2000 წელს დაბადებულ ფეხბურთელებში 22-ე, ხოლო მთლიანად მსოფლიოს მასშტაბით 192-ე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113357