სხვა

11:37 | 22.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხელბურთი: ევრო 2026-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მეტოქეები ცნობილია

ხელბურთში, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, რის შედეგადაც საქართველოს ნაკრების ჯგუფი გაირკვა.

ტიტე კალანდაძის გუნდი მესამე ჯგუფში მოხვდა, სადაც ისლანდიის, საბერძნეთისა და ბოსნიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართება 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის მაისის ჩათვლით. ჯამში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 32 გუნდი იასპარეზებს, რომელთაგან 8 ჯგუფის გამარჯვებულთან და მეორეადგილოსანთან ერთად ფინალურ ეტაპზე 4 საუკეთესო მესამეადგილოსანიც გავა.

ვახტანგ მეიფარიანი (ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): „ძლიერი ჯგუფია. ისლანდია უდავო ფავორიტია, დანარჩენ სამ გუნდს თანაბარი შანსები აქვთ. რაღა თქმა უნდა ჩვენი ამოცანა ფინალურ ეტაპზე გასვლაა და ვიბრძოლებთ მიზნის მისაღწევად“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114849