სხვა

13:20 | 22.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

გურამ საღარაძე - 85

85 წელი შეუსრულდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს და ევროპის ჩემპიონს, ლეგენდარულ მოჭიდავეს, გურამ საღარაძეს.

დღეს საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში სეოკ-ის ინიციატივით გაიმართა გურამ საღარაძის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ გურამ საღარაძე, სეოკ-ის ხელმძღვანელები, სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, მოქმედი და ვეტერანი მოჭიდავეები, სხვა მოწვეული სტუმრები, მედიის წარმომადგენლები.

დაბადების 85 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ლეგენდარული ფალავანი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა დააჯილდოვდა სპეციალური პრიზით - ,,ოლიმპიური ალი" და ფულადი ჯილდოთი.

გურამ საღარაძე დაიბადა 1939 წლის 21 მარტს თბილისში. თავისუფალი სტილით მოჭიდავე (78 კგ), მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1963, 1965) და ორგზის მეორე პრიზიორი (1966, 1967), ევროპის ჩემპიონი (1965) და მესამე პრიზიორი (1968), ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი(1964), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1964-66) და მესამე პრიზიორი (1968), სსრკ ხალხთა IV სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1967), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი, ფილას, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი, თბილისის საპატიო მოქალაქე.

GEONOC.ORG.GE

0.114467