ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის, პაოლო მალდინის ვაჟმა დანიელ მალდინიმ შესაძლოა ვენესუელის ნაკრებში ითამაშოს.
როგორც Tuttosport-ი იტყობინება, სამხრეთამერიკელები ცდილობენ, რომ ნიჭიერი ფეხბურთელი დაითანხმონ თავიანთ ნაკრებში თამაშზე. საქმე ისაა, რომ დანიელის დედა, ადრიანა ფოსა ვენესუელური ფესვებისაა, შესაბამისად, მის შვილს ვენესუელის ნაკრებში თამაშის უფლებაც აქვს.
ჯერჯერობით, დანიელ მალდინის გადაწყვეტილება არ მიუღია, მაგრამ სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ყველაფერი გადაწყდება.
22 წლის დანიელ მალდინი ამჟამად „მონცაში“ თამაშობს, რომელსაც იანვარში შეუერთდა და სერია A-ში ჩატარებულ 6 მატჩში 3 გოლის გატანა მოასწრო.