სხვა

1:52 | 21.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბერულავა-მეტელკინას წყვილი თავისუფალი პროგრამის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-5 ადგილზეა

დასრულდა მოკლე პროგრამებით სპორტული წყვილების გამოსვლები მსოფლიო ჩემპიონატზე მონრეალში. 24 სპორტულ წყვილს შორის სერიოზული კონკურენციის პირობებში უშეცდომოდ შეასრულა თავისი მოკლე პროგრამა ჩვენი ნაკრების წყვილმა ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავამ.

ისინი თავისუფალი პროგრამის წინ, 72.02 ქულით მე-5 პოზიციაზე არიან. ჩვენი წყვილის უახლოესი კონკურენტები იტალიელი და გერმანელი წყვილები უმნიშვნელო უპირატესობით, შესაბამისად 0.78 და 0.08 ქულით მე-3 და მე-4 პოზიციებზე არიან. ამასთან, შეფასების ტექნიკურ ნაწილში, რომელიც ითვალისწინებს ელემენტების შესრულების სირთულესა და ხარისხს, ჩვენმა წყვილმა 40,05 ქულით მეორე მაჩვენებელი დააფიქსირა, რაც მსოფლიო ჩემპიონატის დონის ტურნირზე ნამდვილად დასტურია ანასტასია და ლუკას ღირსეული და პროფესიონალური გამოსვლის და მაღალი კონკურენტუნარიანობისა თავისუფალ პროგრამაში.

სპორტული წყვილების თავისუფალი პროგრამა გაიმართება 22 მარტს, 02:10 საათზე.

0.118144