ფეხბურთი

23:00 | 20.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ული ჰიონესი გერმანიის ნაკრების ვარდისფერი სამოსის კრიტიკას გამოეხმაურა

მიუნხენის „ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტი ული ჰიონესი გერმანიის ნაკრების ახალი ვარდისფერი სამოსის კრიტიკას გამოეხმაურა.

„ეს ყველაფერი სისულელეა. მათ შეუძლიათ შიშველი ტანით და რაიმე დახატულით თამაშიც კი. მთავარია რა ხდება მოედანზე. არ მაინტერესებს, რა აცვიათ“, - ციტირებს ჰიონესის სიტყვებსBayern & Germany.

გერმანიის ნაკრებმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც გერმანიის მოედნებზე გაიმართება, ახალი ფორმების ორი კომპლექტი წარადგინა. ბუნდესტემის ტექნიკური სპონსორი ცნობილი კომპანია adidas-ია. გასვლითი ფორმა დამზადებულია ვარდისფერ ფერში.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი სამჯერ მოიგო. ბუნდესტიმი ჯერ ევროპის საუკეთესო გუნდი გახდა 1972 წელს, შემდეგ 1980 წელს, ბოლოს კი 1996-ში.

ევროს ამჟამინდელი გამარჯვებული იტალიის ნაკრებია. 2021 წელს „სკუადრა აძურამ“ ლონდონის „უემბლიზე“ ფინალში ინგლისის ნაკრები დაამარცხა.

0.117296