ფეხბურთი

20:14 | 20.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფერნანდო ტორესი: „ჩელსიმ“ მომცა ის, რაც ვერცერთმა კლუბმა ვერ შეძლო“

ყოფილმა ესპანელმა თავდამსხმელმა ფერნანდო ტორესმა ჟურნალისტებთან საკუთარ საკლუბო კარიერაზე ისაუბრა.

„ლივერპული“ იყო ის, სადაც საუკეთესო ფეხბურთს ვთამაშობდი, ხოლო მადრიდის „ატლეტიკო“ გახლდათ ის, სადაც თავს ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში, მაგრამ „ჩელსიმ“ მომცა ის, რასაც ვერცერთი სხვა კლუბი ნამდვილად ვერ მაჩუქებდა... და ეს იყო ტიტულები", - ციტირებს ტვიტერში ტორესის სიტყვებს პორტალი Uber Chelsea FC

ტორესი მადრიდის „ატლეტიკოს“ აღზრდილია. კარიერის განმავლობაში თავდამსხმელი თამაშობდა მადრიდის „ატლეტიკოში,“ „ლივერპულში“, ლონდონის „ჩელსიში,“ იტალიურ „მილანსა“ და იაპონურ „საგან ტოსუში.“ საფეხბურთო კარიერა მან 2019 წელს დაასრულა.

ტორესი არის ევროპის ორგზის ჩემპიონი (2008 და 2012) და მსოფლიო ჩემპიონი (2010) ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში.

„ჩელსიში“ თამაშისას ესპანელმა თავდამსხმელმა 2012 წელს ჩემპიონთა ლიგა, ინგლისის ასოციაციის თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. შემდეგ წელს კი ევროპა ლიგაზე იმარჯვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113608