ჩოგბურთი

2:16 | 20.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი მურსიის ჩელენჯერის მერვედფინალში გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ესპანეთის ქალაქ მურსიას ჩელენეჯერის მერვედფინალში გასვლა მოახერხა.

ქართველმა ჩოგბურთელმა მურსიაში ჯერ საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია, ხოლო ძირითადი ბადის პირველ წრეში ნიდერლანდელი იესპერ დე იონგი 6:3, 6:2 დაამარცხა.

ბასილაშვილი ორივე სეტში ფლობდა უპირატესობას, აკონტროლებდა თამაშს და გამარჯვებაც მთლიანობაში ადვილად მოიპოვა.

მერვედფინალში ბასილაშვილი ფრანგ უგო ბლანშეს დაუპირისპირდება. ქართველი ამჟამად ATP-ის რეიტინგში 1 086-ე ადგილზეა, არადა, 5 წლის წინ კარიერაში საუკეთესო შედეგი ჰქონდა და მე-16 ადგილზე იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113134