პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების საკალათბურთო ტურნირის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. შესაბამისად, თუ საქართველოს ნაკრები ოლიმპიადის საგზურს მოიპოვებს, უკვე ცნობილია რომელ ჯგუფში ითამაშებს.
შვეიცარიაში დასრულებული წილისყრის შედეგად, რიგის საკვალიფიკაციო ტურნირიდან ოლიმპიადაზე გასული ნაკრები B ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მასპინძელი საფრანგეთი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გერმანია და იაპონია მოხვდნენ.
შეგახსენებთ, რომ რიგა საკვალიფიკაციო ტურნირს 2-7 ივლისს უმასპინძლებს, სადაც საქართველოსთან ერთად ოლიმპიადის 1 საგზურისთვის მასპინძელი ლატვია, ფილიპინები, ბრაზილია, მონტენეგრო და კამერუნი იბრძოლებენ.