ფეხბურთი

22:25 | 19.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი: "წნეხი დიდი იქნება, მაგრამ აუცილებლად უნდა გავუძლოთ"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მამარდაშვილმა ლუქსემბურგთან მატჩამდე კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, წნეხი იქნება, მაგრამ უნდა გაუძლონ.

"ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქართველი ხალხის მხარდაჭერას. უმნიშვნელოვანესი თამაშები გველის. წნეხი დიდი იქნება, მაგრამ აუცილებლად უნდა გავუძლოთ. მოვუწოდებ გულშემატკივრებს, რომ დაგვიდნენ გვერდში და ერთად გავიმარჯვოთ", - თქვა მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ლუქსემბურგის ნაკრებს 21 მარტს, თბილისში, „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს. ამ წყვილში გამარჯვებული გუნდი 26 მარტს, ფინალში საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის უმჯობესს შეხვდება. ფინალის მასპინძელიც საქართველო-ლუქსემბურგს შორის გამარჯვებული იქნება.

0.122921