ფეხბურთი

20:25 | 19.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

2017 წლის შემდეგ პირველად, გრიზმანი საფრანგეთის ნაკრების მატჩს გამოტოვებს

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი ტრავმის გამო საფრანგეთის ნაკრებს უახლოეს ორ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

საინტერესოა, რომ ამით საოცარი სერია შეწყდება. გრიზმანმა „მამლების“ მაისურით ბოლო 84 შეხვედრა ჩაატარა, ისე, რომ ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში იყო.

ბოლო მატჩი, რომელშიც გრიზმანი საფრანგეთის ნაკრებში ძირითად შემადგენლობაში არ იყო, 2017 წლის ივნისით თარიღდება.

აქვე გეტყვით, რომ დიდიე დეშამმა გრიზმანის ნაცვლად საფრანგეთის ნაკრებში მატეო გენდუზი გამოიძახა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11348