ფეხბურთი

17:34 | 19.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტოტი: "რომაში" კარგად უნდა დაფიქრდნენ, ღირს თუ არა, დიბალას შენარჩუნება"

„რომას“ ლეგენდამ, ფრანჩესკო ტოტიმ პაულო დიბალაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, კლუბის ხელმძღვანელობა კარგად უნდა დაფიქრდეს, უღირს თუ არა ისეთ ფეხბურთელთან თანამშრომლობა, რომელიც სეზონის უმეტესი ნაწილი ტრავმირებულია.

„დიბალა ტოპ ფეხბურთელია, მაგრამ „რომას“ მენეჯერი რომ ვიყო, კარგად დავფიქრდებოდი რა გამეკეთებინა იმ ფეხბურთელთან დაკავშირებით, რომელიც სეზონში 15 მატჩს თამაშობს“, - თქვა ტოტიმ.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა „რომამ“ 2022 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. მან „ჯალოროსიში“ დღემდე 66 მატჩში 32 გოლი გაიტანა. არგენტინელი ხშირად მართლაც ტრავმირებულია, მაგრამ „რომასთვის“ მაინც უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111175