სხვა

16:28 | 19.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ილია თოფურიამ სიმსივნით დაავადებული ბავშვის ოპერაცია დააფინანსა

UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია „ბერი ანდრიას ფონდს” ესტუმრა და ფონდის შვილობილები მოინახულა.

ჩემპიონი ფონდის კეთილი ნების ელჩია, მან გამარჯვებისთვის მიღებული თანხით ერთ-ერთი შვილობილის ოპერაცია დააფინანსა.

„MMA-ის ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის ქვემსუბუქი წონის UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია, როგორც კეთილი ნების ელჩი, განაგრძობს ფონდთან აქტიურ თანამშრომლობას და მუდმივად ეხმარება სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობასა და რეაბილიტაციას! „ბერი ადრიას ფონდი” და დედა თინათინი გულწრფელ მადლობას უხდის ჩემპიონს თანადგომისათვისა და კეთილ საქმეში მონაწილეობისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და 21 მარტს, საქართველო-ლუქსემბურგის მატჩს დაესწრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119742