ფეხბურთი

11:20 | 19.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

„მონპელიეს“ მწვრთნელმა უხეშად უპასუხა შეკითხვას მბაპეს ლიგა 1-დან წასვლის შესახებ

მონპელიეს მთავარმა მწვრთნელმა მიშელ ტერ-ზაქარიანმა უპასუხა კითხვას, აღიზიანებს თუ არა ის, რომ კილიან მბაპე პსჟ-ს დატოვებს.

„რაში მაინტერესებს პსჟ-ში თუ აღარ ითამაშებს. სადაც უნდა, იქ წასულა. ამას მნიშვნელობა არ ექნება.

მან ჩვენთან სამჯერ გაიტანა, ამ გოლებიდან ორი თავადვე „გამოვიგონეთ.“ ხომ ვიცით, როდესაც ფიქრის დროს ვაძლევთ, საკმარისი ნიჭი აქვს იმისთვის, რომ გააცნობიეროს მომენტი. მაგრამ ჩვენ მაინც სამჯერ შეგვეშალა“, - ციტირებს მწვრთნელის სიტყვებს RMC Sport.

შეგახსენებთ, გუშინ, 18 მარტს, საფრანგეთის ლიგა 1-ის 26-ე ტურის მატჩში ერთმანეთს „მონპელიე“ და პსჟ შეხვდნენ. თამაში სტუმრებმა 6:2 მოიგეს, კილიან მბაპემ კი ჰეთ-თრიქი მიითვალა.

პსჟ 2023/2024 წლების სეზონში ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. გუნდმა 26 მატჩში 59 ქულა დააგროვა. „მონპელიე“ 26 ქულით მე-14 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113216