ფეხბურთი

10:52 | 19.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

პოლიციამ მეტოქის შეურაცხყოფისთვის „მანჩესტერ იუნაიტედის“ ორი გულშემატკივარი დააკავა

პოლიციამ დააკავა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ორი გულშემატკივარი, რომლებიც ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხედფინალში „ლივერპულის“ ქომაგებს შეურაცხმყოფელ სიტყვებს უყვიროდნენ - წერს ESPN. შეგახსენებთ, რომ მატჩი დამატებით დროში „მანჩესტერმა 4:3 მოიგო.

წყაროს ცნობით, გულშემატკივრებმა ჰილსბოროს ტრაგედიას დასცინეს, რომელიც 1989 წლის აპრილში მოხდა ინგლისის თასის ნახევარფინალური მატჩის დაწყებამდე „ლივერპულსა“ და „ნოტინგემ ფორესტს“ შორის. სტადიონზე ჭყლეტის შედეგად ლივერპულის 97 გულშემატკივარი დაიღუპა და ასობით დაშავდა.

მანამდე ინგლისის პრემიერლიგამ მკაცრად დაგმო გულშემატკივრების საქციელი და განაცხადა, რომ ამ თამაშში ადგილი არ არის საფეხბურთო ტრაგედიების შეურაცხყოფისთვის.

ინგლისის ასოციაციის თასის ნახევარფინალში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ქოვენთრის“დაუპირისპირდება. შეხვედრა 20 აპრილს თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს „მანჩესტერ სიტი" და „ჩელსი" შეხვდებიან.

0.124863