„ნაპოლის“ მცველმა ჟუან ჟეზუშმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით უპასუხა ფრანჩესკო აჩერბის, რომელმაც თქვა, რომ ბრაზილიელისთვის რასისტული შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
როგორც ჟეზუშმა დაწერა, აჩერბი იტყუება და ამას ადასტურებს ბოდიშიც, რომელიც მან მოედანზე მოიხადა.
„ჩემთვის ეს ამბავი გუშინ დაიხურა აჩერბის ბოდიშიც და გულწრფელად მერჩივნა, ისეთ უაზრო ამბავზე საუბარი ისევ არ დამჭირვებოდა, როგორიც განვიცადე. თუმცა, დღეს წავიკითხე აჩერბის განცხადებები, რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგება რეალურ ფაქტებს, რაც დასტურდება თვითონ აჩერბის ბოდიშით, რაც ვიდეოშიც ჩანს ტუჩების მოძრაობით და ის პატიებას ითხოვ. ასე რომ, რასიზმს ებრძვიან აქ და ახლა. აჩერბიმ მითხრა: „მიდი, მიდი, შავკანიანო, შენ უბრალოდ შავკანიანი ხარ“. მსაჯთან ჩემი პროტესტის შემდეგ მან აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა და ბოდიში მომიხადა. ისიც თქვა, რომ ეს იყო რასისტული შეურაცხყოფა. დღეს მან თავისი ვერსია შეცვალა და ამტკიცებს, რომ რასისტული შეურაცხყოფა არ ყოფილა. სხვა არაფერი მაქვს დასამატებელი“, - დაწერა ჟუან ჟეზუშმა.