„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი V Sport-ის ჟურნალისტს გაუბრაზდა. გერმანელ სპეციალისტს არ მოეწონა შეკითხვა იმის შესახებ, თუ რატომ აკლდა „ლივერპულს“ ინტენსივობა „მანჩესტერთან“ მატჩის დამატებით დროში.
„უნდა ვთქვა, რომ ეს შეკითხვა ცოტა სულელურია, თუ გადახედავთ ჩვენს მატჩებს... არც კი ვიცით, რამდენი მატჩი ვითამაშეთ ბოლო პერიოდში „მანჩესტერისგან“ განსხვავებით. ნამდვილად იმედგაცრუებული ვარ ამ შეკითხვით“, - თქვა კლოპმა.
შემდეგ ჟურნალისტმა განაგრძო შეკითხვის დასმა, რაზეც კლოპის რეაქცია ასეთი იყო: „დღეს ფორმაში არ ხარ, ვერაფერს გეტყვი, დრო არ მაქვს“, - უპასუხა იურგენმა და ინტერვიუ შეწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ ასოციაციის თასის მეოთხედფინალში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დამატებით დროში 3:4 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.