ფეხბურთი

21:20 | 18.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "წინ საინტერესო კვირა გველოდება, ფეხბურთი საქართველოს აერთიანებს"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გურამ კაშიამ შეკრების პირველ დღეს კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, წინ საინტერესო ერთი კვირა ელით.

"ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველის. მთავარია, ყველა ჯანმრთელად შევხვდეთ ლუქსემბურგთან მატჩს. ერთმანეთი გვჭირდება ყველას ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის წინ. ეჭვი არ მეპარება, რომ ყველა ერთად ვიქნებით. ფეხბურთი აერთიანებს საქართველოს. ვფიქრობ, საინტერესო ერთი კვირა გველის და მინდა მივმართო გულშემატკივარს, რომ ისევ ისე გვიგულშემატკივრონ, როგორც აქამდე გვიჭერდნენ მხარს", - თქვა კაშიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ლუქსემბურგის ნაკრებს 21 მარტს, თბილისში, „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს. ამ წყვილში გამარჯვებული გუნდი 26 მარტს, ფინალში საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის უმჯობესს შეხვდება. ფინალის მასპინძელიც საქართველო-ლუქსემბურგს შორის გამარჯვებული იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113281