ფეხბურთი

18:18 | 18.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

აჩერბის ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება, იტალიის ნაკრებიდან უკვე გაუშვეს

მილანის „ინტერის“ მცველ ფრანჩესკო აჩერბის ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება. გამოცდილმა ფეხბურთელმა „ნაპოლის“ მცველ ჟუან ჟეზუშს მატჩის დროს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც აჩერბის სასჯელი ემუქრება.

როგორც იტალიური მედია წერს, საუბარია მინიმუმ 10 ტურით დისკვალიფიკაციაზე და არც ისაა გამორიცხული, რომ ევროპის ჩემპიონატზე ის იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ვერ მოხვდეს, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე გუნდის უცვლელი წევრი იყო.

აღსანიშნავია, რომ აჩერბი მარტის შეკრებაზეც იყო „სკუადრა აძურაში“ მიწვეული, თუმცა, მას შეკრება დაატოვებინეს და მის ნაცვლად „რომას“ მცველი, ჯანლუკა მანჩინი გამოიძახეს.

შეგახსენებთ, რომ ფრანჩესკო აჩერბის „კიევოში“, „სასუოლოში“, „მილანში“ და „ლაციოშიც“ აქვს ნათამაშები, ხოლო 2021 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.

0.126595