რაგბი

2:12 | 18.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

რევანში პორტუგალიასთან: საქართველო რაგბი ევროპის ჩემპიონია

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია დაჯაბნა და ადვილად, 36:10 მოიგო.

შედეგად, „ბორჯღალოსნებმა“ მსოფლიოს ჩემპიონატზე პორტუგალიასთან ფრისთვის რევანშიც აიღეს. რიჩარდ კოკერილის გუნდმა მეტოქეს ყველაფერში აჯობა და დამაჯერებლადაც მოიგო.

პირველ ტაიმში ლუკა მატკავამ ოთხი ჯარიმა გაიტანა, რასაც მეტოქემ ერთი ჯარიმით უპასუხა - 12:3.

მეორე ნახევარში აკა ტაბუცაძემ დუბლი შეასრულა, თითო ლელო ვანო კარკაძემ და მიხეილ ალანიამ მიითვალეს, საიდანაც მატკავამ ორი გარდასახა ზუსტად და ყველაფერი გადაწყდა. პორტუგალიამ ბოლოსკენ მოახერხა პრესტიჟის ლელოს დადება და საბოლოოდ, „ბორჯღალოსნებმა“ 36:10 მოიგეს.

საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ტურნირი ისტორიაში მე-16-ედ და ზედიზედ მეშვიდედ მოიგო.

საქართველო - პორტუგალია 36:10 (12:3)

0.110195