ფეხბურთი

2:01 | 18.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" "ატლეტიკო" ადვილად დაამარცხა (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგის 29-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ბარსელონამ“ სტუმრად მადრიდის „ატლეტიკო“ ადვილად დაამარცხა.

ორივე გუნდმა შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა და კარგ ხასიათზე იყვნენ. თუმცა, ამჯერად ჩავის გუნდმა დიეგო სიმეონეს გუნდი დაჯაბნა. პირველ ტაიმში ანგარიში ჟოაო ფელიქსმა გახსნა, რომელმაც თავის ყოფილ გუნდს გაუტანა.

მეორე ნახევარში კი, რობერტ ლევანდოვსკიმ და ფერმინ ლოპესმა კიდევ ორჯერ დაამწუხრეს მადრიდელები და „ბარსამ“ 3:0 მოიგო.

„ბარსელონა“ 64 ქულით მეორე ადგილზე გადავიდა, მაგრამ „რეალს“ 8 ქულით ჩამორჩება. „ატლეტიკო“ 55 ქულით მეხუთე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის დარჩენილ ტურებში ბრძოლა მოუწევს.

„ატლეტიკო“ – „ბარსელონა“ 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 ჟოაო ფელიქსი (38), 0:2 ლევანდოვსკი (47), 0:3 ლოპესი (65)

0.145029