ფეხბურთი

23:41 | 17.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური მედია: "მამარდაშვილმა დაამტკიცა, რომ შესანიშნავ ფორმაშია"

„ვალენსია“ ლა ლიგის 29-ე ტურში „ვილიარეალთან“ 0:1 დამარცხდა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილი დასახელდა, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა.

მატჩის შემდეგ ვალენსიელთა მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ კომენტარი გააკეთა.

„ორივე გუნდს ერთნაირად ჰქონდა საგოლე მომენტები. გიორგი კარგი იყო, შესანიშნავი, მაგრამ ეს იყო თამაში, რომელშიც მათ ერთი მომენტი გამოიყენეს, მაგრამ ჩვენ ეს ვერ მოვახერხეთ და განსხვავებაც ამან განაპირობა. თუმცა, არ მაქვს განცდა, რომ „ვილიარეალმა“ გვაჯობა და ჩვენზე 20-ით მეტი მომენტი შექმნა“, - თქვა ბარახამ.

მამარდაშვილის თამაში ესპანურმა მედიამ შემდეგნაირად შეაფასა:

As: „თითქმის ყველა შეტევა გააჩერა. მხოლოდ კუენკამ აჯობა ქართველს, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სასიამოვნო მომენტში იმყოფება. მე-13 წუთზე „ვილიარეალის“ წინააღმდეგ სამმაგი სეივი მიითვალა. შემდეგ ბაენას პენალტიც აუღო. მეორე ტაიმში კიდევ სამი ბურთი აიღო, განსაკუთრებით, ეფექტური იყო ჟერარ მორენოს ეპიზოდში. მან 6 მოგერიება მიითვალა და MVP იყო“.

Eldesmarque: „მისი სამმაგი სეივი ამართლებს მასზე გაცემულ ნებისმიერ ავანსს. პენალტიც მოიგერია და მის ისტორიაში ახალი მომენტი დგება, მიუხედავად იმისა, რომ კუენკას გოლზე ვერაფერი გააკეთა“.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მამარდაშვილი დაასახელა, რომელსაც მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 28 შეხვედრაში 32 გოლი აქვს გაშვებული, ხოლო კარის მშრალად 9-ჯერ შეძლო, რაც მისთვის ესპანურ კარიერაში საუკეთესო შედეგია. „ვალენსია“ 40 ქულით ლა ლიგაში მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 30 მარტს, „მალიორკას“ შინ დაუხვდება.

0.116244