„ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა „ვილიარეალთან“ მატჩის (0:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც ქართველმა მეკარემ თქვა, მარცხი გულდასაწყვეტია, მაგრამ მუშაობა უნდა გააგრძელონ.
„სამწუხაროა, მაგრამ უნდა წამოვდგეთ ფეხზე და მუშაობა გავაგრძელოთ. ახლა სანაკრებო შესვენებაა და დრო გვაქვს სამუშაოდ. ცოტა ენერგია და ძალა გვაკლდა, მაგრამ მუშაობას გავაგრძელებთ. მეტი უნდა შეგვეტია და ბურთიც მეტად გვეკონტროლებინა, დღეს ეს გვაკლდა.
ბედნიერი ვარ, როცა კარს მშრალად ვინახავ, თუმცა, ეს ფეხბურთია. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და კონცენტრირება მოვახდინოთ თითოეულ დეტალზე, შემდეგ კი, კარსაც მშრალად შევინახავთ. მადლობა ფანებს მხარდაჭერისთვის, მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. დღეს, ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა, რადგან ეს დერბია და აქ თამაში ძალიან რთულია“, - განაცხადა მამარდაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მამარდაშვილი დაასახელა, რომელსაც მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 28 შეხვედრაში 32 გოლი აქვს გაშვებული, ხოლო კარის მშრალად 9-ჯერ შეძლო, რაც მისთვის ესპანურ კარიერაში საუკეთესო შედეგია. „ვალენსია“ 40 ქულით ლა ლიგაში მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 30 მარტს, „მალიორკას“ შინ დაუხვდება.