ფეხბურთი

20:20 | 17.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძის სერია შეწყდა: "მეცი" "რეიმსთან" დამარცხდა

საფრანგეთის ლიგა 1-ის 26-ე ტურში „მეცი“ სტუმრად „რეიმსთან“ 1:2 დამარცხდა და ზედიზედ ორმატჩიანი მოგებების სერია შეწყვიტა.

გიორგი მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ ამჯერად თავი ვერ გამოიჩინა. „რეიმსი“ მეოთხე წუთზე დაწინაურდა, რასაც სტუმრებმა 10 წუთში ატას გოლით უპასუხეს. 79-ე წუთზე „რეიმსმა“ მეორე გაიტანა და თამაში მოიგო.

გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 შეხვედრაში 5 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს აქტივში. ის გუნდის საუკეთესო ბომბარდირია მიუხედავად იმისა, 6 თვე სხვა გუნდში თამაშობდა.

„მეცი“ 26 ტურის შემდეგ 23 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 30 მარტს, „მონაკოს“ უმასპინძლებს.

0.131121