მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა „დარმშტადტთან“ მოგების (5:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გუნდის მდგომარეობა უმჯობესდება.
„რა თქმა უნდა, გახარებულები ვართ სტუმრად დამსახურებული გამარჯვებით. გუნდმა ბევრი მომენტი შექმნა და ამდენი გოლი დაიმსახურა. თავიდან გაგვიჭირდა, უფრო კომპაქტურად უნდა გვეთამაშა და ამდენი ბურთი არ უნდა დაგვეკარგა.
საერთო ჯამში „ბაიერნს“ კარგი კვირა ჰქონდა, გუნდში მდგომარეობა უმჯობესდება, ტრავმირებული ფეხბურთელებიც ბრუნდებიან. დადებითი ატმოსფეროა, კარგად ვვარჯიშობთ, მიხარია, რომ მოგებების სერია გაგრძელდა. იმედი მაქვს, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ ყველა ფორმაში დაგვიბრუნდება“, - თქვა ტუხელმა.
შეგახსენებთ, რომ „ბაიერნი“ „ლევერკუზენს“ 7 ქულით ჩამორჩება, მაგრამ თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული.