ზედიზედ მეორედ და ისტორიაში მეექვსედ 6 ერის გათამაშება ირლანდიის მორაგბეთა ნაკრებმა მოიგო. მეხუთე ტურის შეხვედრაში ჩემპიონებმა შოტლანდიასთან 17:13 გაიმარჯვეს და მეორე ადგილზე გასულ ფრანგებს 5 ქულით აჯობეს.
ირლანდიელებმა 2 ლელო მიითვალეს, რომელიც შეიჰანის და პორტერის ანგარიშზეა. ხოლო შოტლანდიელებმა მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე მეტოქის ჩათვლის წერტილი ერთხელ აიღეს და ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ გამოდგა.
ენდი ფარელის გუნდი ერთი ტიტულით ჩამორჩება ინგლისს, რომელმაც 6 ერი მოგებით ბოლოს 2020 წელს დაასრულა. სწორედ მათ ერგოთ მესამე პოზიცია წლევანდელ გათამაშებაში. ინგლისელებმა ბოლო შეხვედრა ფრანგებთან დაძაბულ ბრძოლაში 33:31 დათმეს.
მეოთხეზე 12 ქულით შოტლანდია, მეხუთეზე 11 ქულით კი იტალია გავიდა. ხოლო 4 ქულით ბოლო ადგილი უელსის ნაკრებმა დაიკავა.