ფეხბურთი

10:57 | 17.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

"თელავის" გულშემატკივარი ტრიბუნიდან გადავარდა და სიკვდილს გადაურჩა

საფეხბურთო კლუბ „თელავის“ გულშემატკივარი ბაქარ ოთარაშვილი „დინამო ბათუმთან“ მატჩის დრო ტრიბუნიდან გადავარდა.

ის დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს და როგორც „თელავის“ პრესსამსახური იტყობინება, ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ბაქარ, შენთან ვართ! ბათუმის "დინამოსთან" მატჩის მიმდინარეობისას "კავკასიონი არენაზე" კინაღამ ტრაგედია დატრიალდა და საბედნიეროდ, გადავრჩით - ღვთის მადლით და სკ "თელავის" ექიმების და სტადიონზე მყოფი სასწრაფო-სამედიცინო პერსონალის დროული ჩარევის შედეგად, ტრიბუნიდან გადმოვარდნილი ჩვენი გუნდის ერთგული გულშემატკივრის, ბაქარ ოთარაშვილის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანა დროულად მოხერხდა. მადლობა ღმერთს და გეტყვით, რომ ბაქარი ახლა კარგადაა, რაც მთავარია, ცოცხალია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბაქარ, გვიყვარხარ და შენთან ვართ“, - წერია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თეგებითელავი
0.134513