უზბეკეთის ჩემპიონატის მესამე ტურში აკაკი შულაიამ ეფექტური გოლი გაიტანა. თუმცა, ქართველი ფეხბურთელის გუნდი, „კიზილკუმი“ სტუმრად „ნასაფთან“ 1:2 დამარცხდა.
მასპინძლებმა პირველივე ტაიმში მოიპოვეს ორბურთიანი უპირატესობა, რასაც 64-ე წუთზე შულაიამ ძალიან მაგარი გოლით უპასუხა - 2:1. აკაკიმ ზედიზედ მეორე ტურში გაიტანა და მიმდინარე სეზონის სამ შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი.
ის მოედანზე შეუცვლელად იყო, ხოლო გიორგი კუხიანიძე 46-ე წუთზე ჩაერთო შეხვედრაში. მასპინძელთა შორის 61-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე თემურ ჩოგაძე.
სამ ტურში „ნასაფს“ 7 ქულა აქვს, ხოლო „კიზილკუმის“ აქტივში 6 ქულაა.