ფეხბურთი

0:12 | 17.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ტოტენჰემი“ „ფულემთან“ დამარცხდა

დღეს, 16 მარტს, ინგლისის პრემიერლიგის 29-ე ტურის შაბათის გვიან მატჩში, ლონდონურ დერბიში „ქრეივენ კოტეჯზე,“ „ტოტენჰემი“ „ფულემს“ ესტუმრა და 3:0 წააგო.

დუბლი მიითვალა ფულემელთა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, როდრიგო მუნისმა. ერთიც სერბმა საშა ლუკიჩმა შეაგდო.

გამარჯვების შემდეგ „ფულემმა“ 38 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა. „ტოტენჰემი“ 53 ქულით - მეხუთეზე

.ინგლისი. პრემიერლიგა. 29-ე ტური. 16 მარტი: ბარნლი - ბრენტფორდი 2:1, ლუთონი - ნოტინგემ ფორესტი 1:1, ფულემი - ტოტენჰემი 3:0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111793