ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხედფინალურ მატჩში დღეს, 16 მარტს „მანჩესტერ სიტიმ“ „ნიუკასლს უმასპინძლა, 2:0 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
დუბლი მიითვალა „ქალაქელთა“ პორტუგალიელმა ნახევარმხცველმა ბერნარდუ სილვამ.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველი ნახევარფინალსტი ქვედალიგელი „ქოვენთრი“ გახდა, რომელმაც პრემიერლიგის „ვულვერჰემპტონს“ დრამატულ მატჩში 3:2 მოუგო.
დანარჩენი ორი შეხვედრა კი კვირას, 17 მარტს გაიმართება: „ჩელსი“ „ლესტერს“ შეხვდება (16:45), „ლივერპული“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ (19:30).