ავტორიტეტულმა ინტერნეტპორტალმა Transfermarkt-მა შუალედური განახლების შედეგების მიხედვით ინგლისის პრემიერლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა. ამ სიას „მანჩესტერ სიტის“ ნორვეგიელი ფორვარდი ერლინგ ჰოლანდი ლიდერობს.
პრემიერლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები Transfermarkt-ის მიხედვით:
- ერლინგ ჰოლანდი (180 მილიონი ევრო, მანჩესტერ სიტი).
2-3. ბუკაიო საკა (130 მილიონი ევრო, არსენალი).
2-3. ფილ ფოდენი (130 მილიონი ევრო, მანჩესტერ სიტი).
4-5. დეკლან რაისი (110 მილიონი ევრო, არსენალი).
4-5. როდრიგო ერნანდესი (110 მილიონი ევრო, მანჩესტერ სიტი).
- მარტინ ედეგორი (95 მილიონი ევრო, არსენალი).
- ხულიან ალვარესი (90 მილიონი ევრო, მანჩესტერ სიტი).
- ბრუნო გიმარაინსი (85 მილიონი ევრო, ნიუკასლი).
9-14. უილიამ სალიბა (80 მილიონი ევრო, არსენალი).
9-14. გაბრიელ მარტინელი (80 მილიონი ევრო, არსენალი).
9-14. მოისე კაისედო (80 მილიონი ევრო, ჩელსი).
9-14. ენცო ფერნანდესი (80 მილიონი ევრო, ჩელსი).
9-14. რუბენ დიასი (80 მილიონი ევრო, მანჩესტერ სიტი).
9-14. ბერნარდუ სილვა (80 მილიონი ევრო, მანჩესტერ სიტი).