ფეხბურთი

19:36 | 16.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

კიმი "ბაიერნში" უთამაშებლობაზე: "ასეთ სიტუაციაში არასდროს ვყოფილვარ"

მიუნხენის „ბაიერნის“ ძირითად შემადგენლობაში კიმ მინ-ჯემ ბოლო პერიოდში ადგილი დაკარგა. სამხრეთკორეელი მცველი უმეტეს დროს თადარიგში ატარებს და ამ სიტუაციაზე მან კომენტარიც გააკეთა.

„აქამდე მსგავსი რამ არასდროს განმიცდია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციიდან რაღაცის სწავლა შემიძლია. ის ფაქტი, რომ არ მიწევს თამაში, არ ნიშნავს, რომ არასწორ გზაზე ვარ. ყოველთვის მჯერა ჩემი შესაძლებლობების, როდესაც მოედანზე გავდივარ. ბევრი მატჩი ვითამაშე, მაგრამ „ბაიერნში“ ბევრი კარგი ფეხბურთელია და შეიძლება ისიც მოხდეს, რომ ძირითად შემადგენლობაში ვერ მოვხვდე“, - თქვა კიმმა.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნმა“ კიმ მინ-ჯე გასულ ზაფხულს „ნაპოლიდან“ 50 მილიონ ევროდ დაიმატა.

0.116443