რაგბი

19:03 | 16.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ შარიქაძე: "პორტუგალიასთან ანგარიში გვაქვს გასასწორებელი"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რაგბი ევროპის ფინალის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, პორტუგალიასთან ანგარიში აქვთ გასასწორებელი, რის გაკეთებასაც ხვალინდელ შეხვედრაში ეცდებიან.

„უპირობოდ, 2024 წლის ყველაზე პრინციპული თამაშია, ჯერჯერობით, როგორც მინიმუმ. ამ გუნდთან ჩვენი ანგარიში გვაქვს გასასწორებელი, რასაც ხვალ ვეცდებით და ვეცდებით, რომ ეს თასი საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოვიტანოთ”, - თქვა შარიქაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებთა მატჩი 17 მარტს, პარიზში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

0.118072