ფეხბურთი

12:23 | 15.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მეცის" ფეხბურთელი: "მიქაუტაძემ ძალიან გაგვაძლიერა"

„მეცის“ მცველმა კევინ ვან დენ კერკოფმა გიორგი მიქაუტაძისა და დიდიე ლამკელ ზეს შესახებ ისაუბრა, რომლებიც ფრანგულ კლუბს იანვარში შეუერთდნენ და გუნდი გააძლიერეს.

„ჩვენ განსაკუთრებით კარგად ვიცნობთ ჟორჟის თვისებების, ის შეტევაში ძალიან კარგად გვეხმარება. დიდიე ლამკელ ზე არის ადამიანი, რომელსაც არ ვიცნობდი, მაგრამ ტექნიკურად ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ამ ორი ფეხბურთელის დამატებით ზამთარში კარგად გავძლიერდით. ისინი არიან ფეხბურთელები, რომლებსაც უნდა დავეყრდნოთ“, - თქვა ვან დენ კერკოფმა.

შეგახსენებთ, რომ „მეცი“ ლიგა 1-ში დასარჩენად იბრძვის და ამჟამად 23 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111051