ფეხბურთი

11:52 | 14.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერმა" 15-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა

13-14 მარტის ღამეს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩში მადრიდის „ატლეტიკომ“ მილანის „ინტერს“ უმასპინძლა. ძირითადი და დამატებითი დრო მადრიდელების სასარგებლოდ 2:1 დასრულდა (ჯამში - 2:2). პენალტების სერიაში კი „ატლეტიკომ“ ანგარიშით 3:2 მოიგო.

შედეგად შეწყდა ყველა ტურნირზე „ინტერის" 15-მატჩიანი წაუგებელი სერია. ბოლოს სიმონე ინძაგის გუნდი 21 დეკემბერს დამარცხებულიყო. მაშინ მილანურმა კლუბმა იტალიის თასის მერვედფინალში შინ „ბოლონიასთან“ წააგო (1:2). მას შემდეგ „ინტერს“ ერთი ფრე და 14 მოგება ჰქონდა ყველა ტურნირზე.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ინძაგის გუნდისთვის ეს მარცხი პირველი იყო 2024 წელს. იანვრიდან მოყოლებული, „ნერაძურიმ“ ზედიზედ 13 გამარჯვება მოიპოვა (10 გამარჯვება სერია A-ში, ორი იტალიის სუპერთასზე და ერთი ჩემპიონთა ლიგაზე).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10677