ფეხბურთი

11:20 | 14.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ინძაგი: „ჩემი ფეხბურთელების მიმართ პრეტენზია არ მაქვს“

„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მარცხის შემდეგ (1:2, პენალტებით 2:3) ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა „ინტერმა“ 1:0 მოიგო.

„ძალიან იმედგაცრუებულები ვართ „ინტერის“ მთელი ოჯახი. ჩვენ უნდა ვიამაყოთ იმით, რაც გავაკეთეთ ამ ჩემპიონთა ლიგაზე. მაგრამ მეორე ტაიმში დღეს უკეთესი უნდა გვეთამაშა, რათა შემდგომ ეტაპზე გავსულიყავით.

დამატებით დროში მეტოქეზე მეტი ენერგია გვქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით.

დიმარკოს გოლის შემდეგ, როგორც ჩანდა, თამაში ჩვენს ხელში იყო, მაგრამ „ატლეტიკო“ მეტი ენერგიითა და თავდაჯერებულობით სწრაფად დაბრუნდა თამაშში. წაგებას მიჩვეული არ ვართ, ამიტომ ახლა ძალიან იმედგაცრუებულები ვართ.

გვესმის, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუმცა, არ მაქვს პრეტენზია ჩემი ფეხბურთელების მიმართ. მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ“, - ციტირებს ინძაგის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

0.124401