აზიის ჩემპიონთა ლიგის ბოლო მეოთხედფინალურ მატჩში ვაკო ყაზაიშვილის „შანდონ ტაიშანი“ სტუმრად „იოკოჰამა მარინოსთან“ დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
იაპონელებმა ჯერ სტუმრად მოიგეს 2:1, ხოლო ამჯერად სამხრეთკორეულ გუნდს საკუთარ მოედანზეც აჯობეს - 1:0 და შესაბამისად, ორი მატჩის ჯამში 3:1 გაიმარჯვეს. ყაზაიშვილი დღევანდელ შეხვედრაში მოედანზე 90 წუთის განმავლობაში იყო.
აზიის ჩემპიონთა ლიგის ორივე ნახევარფინალური წყვილი ცნობილია:
„ალ აინი“ (ემირატები) – „ალ ჰილალი“ (საუდის არაბეთი)
„ულსან ჰიუნდაი“ (სამხრეთ კორეა) – „იოკოჰამა მარინოსი“ (იაპონია)