ფეხბურთი

10:27 | 13.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "ნაპოლის" ორივე მატჩში აშკარად ვაჯობეთ, ბედნიერი და ამაყი ვარ"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ „ნაპოლისთან“ (3:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ორივე შეხვედრაში აჯობეს მეტოქეს და მომდევნო ეტაპზე გასვლა დაიმსახურეს.

„ვამაყობ ჩემი გუნდით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. არ ვამბობ, რომ ამ ტიტულს მოვიგებთ, მაგრამ ხალხს სიმშვიდეს ვთხოვ, ყველა გვაკრიტიკებდა. წნეხი ჩემზე მოახდინეთ და არა ფეხბურთელებზე. ეს ჩემი სამწვრთნელო კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია, ბედნიერი და ამაყი ვარ, ახლა მიზანი ნახევარფინალში გასვლაა. ჩემი მომავლის მხრივ ეს მოგება არაფერს ცვლის, უბრალოდ მიხარია და მეტი არაფერი.

შესანიშნავი გუნდი დავამარცხეთ, როგორიც „ნაპოლია“, რომელსაც სტუმრადაც ვაჯობეთ და დღესაც. ოსიმენზე პენალტი? ვწუხვარ, არ მინახავს. ვფიქრობ, რომ ორივე მატჩში „ნაპოლის“ ვაჯობეთ და დავიმსახურეთ მომდევნო ეტაპზე გასვლა, ამაში ეჭვი არ მეპარება. შეწყვიტეთ შეკითხვების დასმა ჩემს მომავალზე, გადაწყვეტილება მივიღე და არაფერი იცვლება“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ „ნაპოლი“ ორი მატჩის ჯამში 4:2 (1:1, 3:1) დაამარცხა.

0.126192