ფეხბურთი

16:24 | 12.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "ტაქტიკური თვალსაზრისით ლა ლიგა პრემიერლიგას აღემატება"

მადრიდის „რეალის“ მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ინგლისის პრემიერლიგა და ესპანეთის ლა ლიგა ერთმანეთს შეადარა. როგორც მან თქვა, ტაქტიკურად ლა ლიგა უკეთესია, ვიდრე პრემიერლიგა.

"ისინი განსხვავდებიან. ეს არ ნიშნავს, რომ ერთი ლიგა მეორეზე უკეთესია ან უარესია. პრემიერლიგაში ნაკლები ტაქტიკაა. ტაქტიკის თვალსაზრისით ესპანეთის ლა ლიგა ბევრად აღემატება ინგლისის ჩემპიონატს.

თუ ვსაუბრობთ ინტენსივობაზე, რიტმზე - შესაძლოა ამაში პრემიერლიგა უკეთესი იყოს, მაგრამ ესპანეთში ტაქტიკური ვარჯიში უკეთესი ხარისხისაა“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტის ინგლისში სხვადასხვა დროს „ჩელსის“ და „ევერტონის“ მთავარ მწვრთნელად აქვს ნამუშევარი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114969