ფეხბურთი

14:54 | 11.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლეჩეს" მწვრთნელი მეტოქე ფეხბურთელისთვის თავის ჩარტყმისთვის გაათავისუფლეს

„ლეჩეს“ მთავარი მწვრთნელი რობერტო დ’ავერსა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ამის მიზეზი კი, „ვერონას“ ფეხბურთელის, ტომა ანრისთვის მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფაა. „ლეჩეს“ თავკაცმა მატჩის დასრულების შემდეგ, რომელიც მისმა გუნდმა უშუალო კონკურენტთან 0:1 წააგო, ანრის თავი ჩაარტყა, რამაც დიდი სკანდალი გამოიწვია.

შედეგად, „ლეჩეს“ ხელმძღვანელობამ მწვრთნელის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო.

„ლეჩე“ ბოლო დროს კრიზისშია და უკანასკნელ 5 ტურში მხოლოდ ქულა მოიპოვა. შედეგად, „ჯალოროსი“ 25 ქულით მე-15 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.

0.114605