„ბარსელონას“ მცველმა ჟოაო კანსელომ იტალიურ მედიას „ნაპოლისთან“ მატჩამდე ინტერვიუ მისცა. როგორც მან თქვა, „ნაპოლი“ მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი არ არის.
„ბარსელონა“ განსაკუთრებული კლუბია. სეზონის განმავლობაში ბევრი ჩავარდნა გქვონდა და ვიცით, რომ მწვრთნელი ივლისში წავა. თუმცა, ფეხბურთი ყოველთვის გაძლევს გამოსყიდვის შანსს და „ნაპოლისთან“ მატჩი ჩვენთვის ესაა. გვაქვს შანსი, რომ სეზონს ახალი მნიშვნელობა მივცეთ, ამისთვის საჭიროა ვიყოთ ერთიანები და თავმდაბლები.
როგორც ჩვენ, „ნაპოლისაც“ ანომალიური სეზონი აქვს. ჯერ სკუდეტო მოიგეს ბრწყინვალე სტილში, შემდეგ მწვრთნელი შეიცვალეს და კარგად არაფერი წავიდა. მსგავსი რამ ფეხბურთში ხდება, ამიტომ მგონია, რომ ხვალ ორივე გუნდზე ერთნაირი წნეხი იქნება.
ოსიმენი და კვარაცხელია? ისინი საოცარი ტალანტები არიან, ოსიმენი განსაკუთრებით, პირველ მატჩში ბურთზე ერთი შეხებაც ეყო გოლის გასატანად. ჩემი აზრით, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია. თუმცა, „ნაპოლის“ მხოლოდ ისინი არ ჰყავს, ასევე არიან პოლიტანო და ლობოტკა. ყველას მიმართ ყურადღებით უნდა ვითამაშოთ“, - თქვა კანსელომ.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 12 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.