ფეხბურთი

13:50 | 11.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბრაიმ დიასმა ესპანეთს მაროკო ამჯობინა

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი ბრაიმ დიასი მაროკოს ნაკრებში ითამაშებს. ესპანური მედიის ცნობით, მან გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

დიასს ანგოლასა და მავრიტანიასთან უახლოესი მატჩებისთვის გამოიძახებენ. ბრაიმი მალაგაში დაიბადა, მაგრამ მაროკოული ფესვებიც აქვს და არჩევანი აფრიკულ ნაკრებზე გააკეთა. მას 2021 წელს ერთხელ აქვს ესპანეთის ნაკრებში თამაშები და გოლიც გაიტანა, მაგრამ მას შემდეგ „ფურია როხაში“ არ მიიწვიეს.

მიმდინარე სეზონში ბრაიმ დიასმა „რეალის“ რიგებში ჩატარებულ 32 შეხვედრაში 8 გოლის გატანა მოახერხა.

0.117453