სხვა

12:07 | 10.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

შონ ომალმა ქამარი შეინარჩუნა და თოფურია გამოიწვია - დვალიშვილი ამერიკელს გაუბრაზდა (+VIDEO)

მოლოდინი გამართლდა და რევანშიც შედგა. UFC 299-ზე, რომელიც მაიამიში ჩატარდა მთავარი ბრძოლა შონ ომალსა და მარლონ ვერას შორის გაიმართა. ამერიკელმა ეკვადორელ მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუტოვა და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა.

აღსანიშნავია, რომ ამ ბრძოლას ესწრებოდა მერაბ დვალიშვილი, რომელმაც მის მომავალ მეტოქეს გამარჯვება მიულოცა, თუმცა უსაყვედურა კიდეც. მიზეზი კი ის იყო, რიმ ომალმა გამარჯვების შემდეგ ილია თოფურია გამოიწვია.

ამერიკელ მებრძოლს ზედიზედ 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. მას მომდევნო ჩხუბში მერაბ დვალიშვილთან დაპირისპირება მოუწევს.

"დანა, ილია თოფურიასტან ჩხუბი მსურს და ესპანეთამდე თვითმფრინავი მჭირდება. თოფურიასთან საინტერესო ჩხუბი მექნება. თუ თქვენ გინდათ, რომ ჯერ მერაბი დავანოკაუტო, ამას გავაკეთებ მაგრამ, პუბლიკისთვის საინტერესო უფრო ილიასთან დაპირისპირება იქნება", - თქვა გამარჯვების შემდეგ შონ ომალმა.

გასახდელში კი ომალს მერაბ დვალიშვილი შეხვდა: "კიდევ არ გამომიწვიე, უმჯობესი იყო ჩემი სახელი გეხსენებიმა. ძალიან გაცხარებული ვარ. მე ხომ ნომერ პირველი კონტენდერი ვარ".

შეგახსენებთ, რომ შონ ომალის ანგარიშზე 18 გამარჯვება და 1 მარცხია, ხოლო მარლონ ვერას კარიერაში 23 მოგება და 9 წაგება აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115494