რაგბი

0:30 | 10.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ყოჩები 10:45 ხვამლი

თბილისის ‘ხვამლმა’ ბოლნისის ‘ყოჩებს’ 10-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ 45 უპასუხო ქულა გაუკეთა და 45:10 მოგებით, საჩემპიონო ფლეი ოფში თამაში გაინაღდა.

ეს იყო მე-17 ტურის ცენტრალური შეხვედრა, რადგან უშუალო კონკურენტებში გამარჯვებული გუნდი საფლეიოფო ექვსეულში ადგილს პრაქტიკულად იბევებდა.

თამაში ‘ხვამლისთვის’ ცუდად დაიწყო. მე-2 წუთზე მათ სინბინით ლისალა ნასეგე დაკარგეს, ლაშა მალაღურაძემ ჯარიმა გაიტანა, მე-19 წუთზე კოტე იაშვილმა ლელო მიითვალა და მალაღურაძემ მასპინძლების უპირატესობა გარდასახვით კიდევ უფრო გაზარდა (10:0).

ამის შემდეგ ინიციატივას სტუმრები დაეუფლნენ, შესვენებამდე დარჩენილ 20 წუთში 4 ლელო გაიტანეს და მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს. ლელოები საბა კურტანიძემ, საბა ინალიშვილმა (2), და ნასეგემ მიითვალეს, ხოლო ზურა ქობელაშვილმა სამი გარდასახვა გამოიყენა – 10:26.

მეორე ტაიმში სიტუაცია არ შეცვლილა. საბა კურტანიძემ 52-ე წუთზე თავისი მეორე ლელო გაიტანა. 74-ე წუთზე დუბლი ნასეგემ შეასრულა, ბოლო ლელო კი ნიკა ცინცაძემ მიითვალა. ქობელაშვილმა ორი გარდასახა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე საბა ინალიშვილი გახდა.

RUGBY.GE

0.11639