ფეხბურთი

16:33 | 9.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსი" გიორგი მიქაუტაძის გაყიდვას აპირებს

ამსტერდამის „აიაქსი“ ზაფხულში რამდენიმე ფეხბურთელს დაემშვიდობება. მათ შორისაა, გიორგი მიქაუტაძეც.

როგორც ნიდერლანდური მედია წერს, წინა მენეჯმენტის ხელში განხორციელებული ტრანსფერების აბსოლუტურმა უმეტესობაც ვერ გაამართლა და ახალ ბოსებს მოუწევთ გუნდის გაწმენდა და ბიუჯეტის გასუფთავება.

მიქაუტაძე „აიაქსმა“ „მეციდან“ 16 მილიონ ევროდ შეიძინა, მაგრამ ამსტერდამში გიორგიმ მხოლოდ 9 უგოლო მატჩი ჩაატარა და იჯარით ისევ ფრანგულ კლუბს დაუბრუნდა.

ჯერჯერობით, უცნობია, რამდენად აფასებს ქართველს „აიაქსი“, მაგრამ მომდევნო სეზონი, რომ ამსტერდამულ გრანდში გაატაროს, ამის შანსი ძალიან დაბალია.

შეგახსენებთ, რომ „მეცში“ დაბრუნების შემდეგ მიქაუტაძემ თავის ორჯერ გამოჩენა უკვე მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12136