ფეხბურთი

13:00 | 9.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

კალაძე: "მინდა, რომ კვარაცხელია ისეთ გუნდში ვნახო, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია"

თბილისის მერმა კახა კალაძემ Gazzetta Dello Sport-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც „მილანზე“ ისაუბრა, მაგრამ ასევე კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა.

„ყველას აქვს დასასრული, მაგრამ პიოლი ძალიან კარგ მწვრთნელად მიმაჩნია. მან ეს დაამტკიცა არა მარტო სკუდეტოს მოგებით, არამედ ფეხბურთელების საუკეთესო კონდიციაში ჩაყენებით. ის რთულ მომენტებში მარტო არ უნდა დატოვონ. ბევრი მუშაობაა საჭირო ძლიერი ხელმძღვანელობის შესაქმნელად, რომ „ინტერთან“ ჩამორჩენა აღმოიფხვრას. ეს კლუბის ბოსების დავალებაა, იბრაჰიმოვიჩიდან დაწყებული.

ტეო ერნანდესი კარგი და გადამწყვეტი ფეხბურთელია. ლეაოსთან მისი დუეტი მომაკვდინებელი მახეა. სწორედ ამ ორ ფეხბურთელზე უნდა დაშენდეს გუნდი, რადგან ევროპაში ასეთი ძლიერი დუეტი ძალიან ცოტას თუ ჰყავს. ლიდერშიპს სატრანსფერო ბაზარზე ვერ იყიდი, გუნდში ახალ მოსულ ფეხბურთელს ვერ მოსთხოვ, რომ გუნდის ლიდერი გახდეს, როგორც ეს იბრას შეეძლო. ჩემს დროს მილანელოზე იყვნენ მალდინი, კოსტაკურტა და გატუზო, რა თქმა უნდა, ქარიზმის ეს დონე ახლა მიუღწეველია, გარდა ამისა, უამრავი დიდი ფეხბურთელი გყავდა, ძმებივით ვიყავით, სწორედ ასეთი ატმოსფერო უნდა შეიქმნას, რათა „მილანმა“ კვლავ გაიმარჯოს.

ჟირუს პირველ რიგში მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველაფრისთვის, რაც გააკეთა, ეს არ იყო ადვილი, მაგრამ ის მაგალითი იყო. თუმცა, „მილანს“ აუცილებლად სჭირდება შევჩენკოს მსგავსი ტრანსფერი, უკვე ძლიერი ფეხბურთელი, მაგრამ ასევე ძლიერი პოტენციალით. გუნდმა უნდა გადაიხადოს შესაბამისი თანხა და თამაში მის გარშემო ააწყოს.

კვარაცხელია მინდა ტოპ გუნდში ვნახო. გუნდში, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია, რადგან ეს არის მისი დონე, მადრიდის „რეალი“ ან „მილანი“, კარგი იქნება თუ მას „მილანი“ შეიძენს“, - თქვა კალაძემ.

0.128211