სხვა

12:22 | 9.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიაში პირველად, #Paris2024-ის ლიცენზიები ქართველმა პარა ტაეკვანდოელებმა მოიპოვეს

საქართველოს პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე პარა ტაეკვონდო წარმომადგენლები ეყოლება. ანა ჯაფარიძემ და გიორგი ნიკოლაძემ ლიცენზია ოფიციალურად მოიპოვეს და სააფრანგეთში გასამართ ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირზე გამოვლენ.

#Paris2024-ის ლიცენზიები ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში ევროპის საკონტინენტო ტურნირზე გათამაშდა, სადაც ქართველმა პარასპორტსმენებმა შესანიშნავად იასპარეზეს.

ჯაფარიძემ ნახევარფინალში ჯერ ბრიტანელ კირა ფორსაიტს სძლია, ფინალში კი ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე რუსი ანა პოდუბსკაია დაამარცხა. რაც შეეხება ნიკოლაძეს, მა ნახევარფინალში ესპანელი გაბრიელ ამადო გარაგაზა დატოვა ასპარეზობის მიღმა და ფინალში უდიდესი უპირატესობით მესიეჟ კესიცკის 48-19 სძლია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ისტორიაში პარა ტაეკვონდოსთვის ეს პირველი ლიცენზიებია!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112262